20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ნამახვანჰესთან დაკავშირებული ექვსთვიანი მედიაციის პროცესი დასრულდა

ნამახვანჰესთან დაკავშირებული ექვსთვიანი მედიაციის პროცესი დასრულდა. თუმცა, რა ბედი ელის თავად პროექტს, ჯერჯერობით, უცნობია.

ამის შესახებ საუბრობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომელბმაც ნამახვანის დილემას სპეციალური დისკუსია მიუძღვნეს.

”მწვანე ალტერნატივას” IFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, დავით ჭიპაშვილის განცხადებით, რაც არ უნდა მოხდეს ნამახვანზე, ეს რევიზიები მაინც ჩატარდება.

""ენკა" მოულოდნელად, ნაცვლად იმისა, რომ წამოსულიყო თანამშრომლობაზე, მან გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა კონტრაქტი. თუმცა, ეს საკითხები არ ნიშნავს, რომ გადავაგდეთ, ეს არის "დაპაუზებული". ენკა დაბრუნდება თუ არა ნამახვანში, სხვა ვიღაცა მოვა თუ არა ნამახვანში, სხვა ვიღაცა მოვა თუ არა, სახელმწიფო თვითონ გადაწყვეტს თუ არა, საერთოდ რამე თუ მოხდება ნამახვანზე, ეს რევიზიები აუცილებლად ჩატარდება,"- განაცხადა დავით ჭიპაშვილმა. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მედიაციის პროცესის პარალელურად, ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობით დაიგეგმა ნამახვანჰესის ხელშეკრულებისა და გარემოზე მისი ზემოქმედების შეფასების ხელახალი შესწავლა.

დისკუსია მიზნად ისახავდა, მედიაციის ექვსთვიანი პროცესისა და პროექტის მომავლის შესახებ მონაწილეთა აზრების თავმოყრას.

დღის ამბები