დედაქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე სამომავლო გეგმებსა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მერია მოქალაქეებს ჰპირდება. კალაძემ აღნიშნა, რომ დასახული მიზნები კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად მხოლოდ ერთობით იქნება შესაძლებელი.
"არ არსებობს ორი თბილისი და მიუხედავად იმისა, თუ ვის რა განწყობები აქვს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ თითოეულ თბილისელს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა იმ სიკეთესა და სერვისზე, რომელსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობს, სთავაზობდა და მომავალშიც შესთავაზებს. მე გულწრფელად მჯერა, რომ დასახული მიზნების კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელება მხოლოდ ერთობით, პოლარიზაციის ხარისხის შემცირებითა და საბოლოოდ, მისი დასრულებით არის შესაძლებელი," - განაცხადა კახა კალაძემ.