ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, ჟურნალიტებს წერილს უგზავნის, სადაც წერს, რომ სისუსტის გამო, ხვალ შესაძლოა სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს:
"ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო - გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს. (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით. P.S ემანდ ფრთხილად ძაღლებმა არ დაგგლიჯონ," - წერს მიხეილ სააკაშვილი.