რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. "კურიერმა" დღეს გამოკითხვა ჩაატარა.
გამოუცდელობა, ინფორმაციის ნაკლებობა, სხვისი ბედის გადაწყვეტის პასუხისმგებლობა. მოქალაქეები თავიანთ თავს ნაფიც მსაჯულთა სკამზე რიგი მიზეზების გამო ვერ ხედავენ.
გენერალური პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს ეგიდით სამართლებრივი ინსტიტუტის საინფორმაციო პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი მოქალაქეებში ნაფიც მსაჯულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეტი დაინტერესებაა.
სამართლებრივი პრაქტიკამ, რომელიც საქართველოში 10 წლის წინ დაინერგა განსაკუთებით მძიმე კატეგორიის 62 საქმეზე ბრალდებულების ბედი გადაწყვიტა. პროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.