20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
Pfizer-ით სამჯერადად აცრა "ომიკრონს" ანეიტრალებს ​- ახალი ცდის შედეგი 

კომპანიები, BioNTech და Pfizer ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათი ვაქცინით სამჯერადად აცრა, ახალ ვარიანსტს - "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინის ორმა დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობა გამოიწვია, მაგრამ მესამე დოზამ, მათი რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა.

მათი განმარტებით, იმ ადამიანების სისხლმა, რომლებსაც მესამე, ბუსტერ დოზა 1 თვის წინ ჩაუტარდათ, ახალი შტამის ისეთივე ეფექტურად გაანეიტრალა, როგორც სისხლმა, რომელმაც ვაქცინის ორი დოზის შემდეგ კორონავირუსის თავდაპირველი, ჩინეთში აღმოჩენილი ვარიანტი.

კომპანიებში ასევე აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას "ომიკრონის" წინააღმდეგ მოქმედ ვაქცინაზე და მის მიწოდებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.

დღის ამბები