ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში უფროსკლასელთა მომზადების კურსი გრძელდება. სწავლება მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე მათემატიკის, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.
პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შემუშავდა. მონაწილეები ჭიათურიდან და ზესტაფონიდან კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის მხარდამჭერი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზია".