20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ქვეყანა ახალი შტამის მოლოდინში - სწავლობს, თუ არა ლუგარი საეჭვო შემთხვევებს 

covid-19 -ის ახალ ვარიანტის დადასტურებას ქვეყანაში უახლოეს დღეებში ელოდებიან. იმისთვის, რომ სამხრეთ აფრიკულმა შტამმა ნაკლები ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, სპეციალისტები "ბუსტერ" დოზის ადმინისტრირების აუცილებლობაზე საუბრობენ. სწორედ pfizer-ის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ვაქცინით სამჯერადად აცრა "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ის, რომ ახალი ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით, გავრცელების სწრაფი უნარით გამოირჩევა, სპეციალისტებისთვის არასაიმედო პროგნოზის გაკეთების საფუძველია. ამის მიზეზი უკვე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაცაა. ალექსანდრე გოგინავა "კურიერთან" ამბობს, რომ კლინიკების დიდი ნაწილი უკვე ზღვარზეა. მძიმე პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები კი ყოველდღიურად მცირდება.

მაღალი მიმართვიანობაა პედიატრიულ განყოფილებებშიც. მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 100-ზე მეტ მცირეწლოვანსა და მოზარდს მკურნალობენ. 

ხშირ შემთხვევაში ბავშვებს ვირუსი მარტივად გადააქვთ, თუმცა არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა ინფიცირების შემდეგ გართულდეს. ივანე ჩხაიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მცირეწლოვანს ვირუსის დამარცხებიდან 4-დან 6 კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ეს პოსტკოვიდურ გართულებასთან იყოს კავშირში.

დღის ამბები