საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ის მშობლიურ მხარეში სამეგრელოში დაკრძალეს.
ოთარ ფაცაცია 92 წლის ასაკში 10 დეკემბერს გარდაიცვალა. მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული გართულებები დასახელდა.
ოთარ ფაცაციას პრემიერის პოსტი 1993-1995 წლებში ეკავა.