20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
სანამ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% არ იქნება აცრილი, ქვეყანა მაღალი ლეტალობის რისკქვეშ იქნება - ეკატერინე ტიკარაძე 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ახალი "ომიკრონ" შტამი უკვე მალე დაფიქსირდება, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის მძიმე დარტყმა და მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ეპიდემიოლოგები კი უკვე მე-6 ტალღის მოახლოების შესახებ აფრთხილებენ საზოგადოებას.  

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მანამ სანამ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% არ იქნება ვაქცინირებული საქართველო მუდმივად იქნება საფრთხის ქვეშ, ლეტალობის მაჩვენებლის კუთხით.  

"ომიკრონი ეს იქნება ახალი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რომელიც ახალ შტამს ახასიათებს. მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი რეაგირება და მყისიერი ნაბიჯები, რომ იქნეს გადადგმული. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებლებს, საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, სანამ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების სულ მცირე 80% არ იქნება აცრილი,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები