01 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის ყოფილი დეპუტატის ვაჟი დააკავეს

"კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის ვაჟი, ირაკლი ჟორჟოლიანი დააკავეს.

ყოფილი დეპუტატის სახლში, რომელიც სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობს, სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დაკავებული უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. ე.წ. წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები