27 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
"ნორდ სტრიმი 2" რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დისკუსიის ერთადერთ საგნად არ უნდა იქნეს მიჩნეული - გერმანიის მთავრობის წყარო

გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დისკუსიის ერთადერთ საგნად არ უნდა იქნეს მიჩნეული, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წყარომ განაცხადა.

როგორც წყარო აღნიშნავს, "გაზპრომს" სხვა მილსადენებიც აქვს. დასავლეთმა მოსკოვი მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ უკვე გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გერმანიის მთავრობის წყარომ მოსაზრება გამოთქვა, რომ რუსეთისთვის საუკეთესო პასუხი, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ნაცვლად, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის "ნორმანდიის ფორმატში" მოლაპარაკებების განახლება იქნებოდა.

დღის ამბები