27 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
სახაროვის პრემია ალექსეი ნავალნის ნაცვლად მისმა შვილმა მიიღო

სახაროვის პრემია ალექსეი ნავალნის ნაცვლად მისმა შვილმა მიიღო. დაჯილდოების ცერემონია დღეს ევროპარლამენტში გაიმართა.

ანდრეი სახაროვის პრემია ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა. მას 1988 წლიდან გასცემენ, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი ევროა.

ალექსი ნავალნის გარდა აღნიშნული პრემიის ლაურეატები ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი გახდნენ. კრემლის კრიტიკოსი, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იანვარში შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრეს.

დღის ამბები