01 მაისი 2024,   12:51
ვრცლად
ვინ არიან "კანონიერი ქურდები", რომლებთან კავშირის ბრალდებით თბილისში 9 პირი დააკავეს

თბილისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს.

"რუსთავი2"-მა გაარკვია უცხოეთში მყოფი იმ ქართველი "კანონიერი ქურდების" ვინაობა, რომლებთან კავშირსაც დაკავებულებს ედავებიან. 

საქმეში ფიგურირებს თურქეთში მცხოვრები "კანონიერი ქურდი" - 51 წლის თენგიზ ხოფერია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ჭინკას" მეტსახელით იცნობენ. 

ასევე საუბარია კიდევ ერთ "კანონიერ ქურდზე" - 39 წლის ირაკლი ყალიჩავაზე ("იკა სოხუმსკი"). 
სწორედ მათთან კავშირისა და ქურდული სამყაროს დახმარების ბრალდებით, აიყვანეს დღეს 9 პირი თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე.

დღის ამბები