20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონები" გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს. 

პროგრამის ფარგლებში, ქ.გურჯაანში, სრული რეაბილიტაცია უტარდება, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანკებს. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად, სრულად შეიცვლება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე და მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, გურჯაანში ჩასული ვიზიტორებისთვის.

"განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი, ქ. გურჯაანში, ადგილზე გაეცნენ.

დღის ამბები