19 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქედან მილიარდ 305 მილიონი ლარი საბიუჯეტო, ხოლო 240 მილიონი ლარი დონორების სესხების ნაწილია.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში დაგეგმილია, რომ დედაქალაქის მთლიანი ბიუჯეტი მილიარდ 700 მილიონ ლარზე ავიდეს.

"მილიარდ 305 მილიონი არის საბიუჯეტო ნაწილი, ხოლო 240 მილიონი ეს არის დონორების სესხის ნაწილი. საერთო ჯამში, მილიარდ 545 მილიონი იქნება 2022 წლის ბიუჯეტი. ავარიული სახლების ჩანაცვლება, რომელსაც ვიწყებთ, უსახლკაროების დახმარება და სახლებით და ბინებით უზრუნველყოფა, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას, ესეც გათვალისწინებულია 2022 ბიუჯეტში, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ახალი პარკების მშენებლობა, პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბევრი  კარგი და სასიკეთოდ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ,“ - ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები