ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. მისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა და გაუმჯობესება არ შეინიშნება. იასკოს ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს ძლიერი რეაბილიტაცია სჭირდება რადგან მისი მდგომარეობა გაუარესებულადაც შეიძლება ჩაითვალოს,
"ერთ კვირაზე მეტია მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებმა ძალიან შემაწუხა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მონახულება.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია. აქვს სისუსტე, მალე იღლება და სჭირდება ძლიერი რეაბილიტაცია. ყოველ ჯერზე როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ სიძულვილს და ბევრ პრობლემას ვხედავ და ვფიქრობ, რომ საჭიროა როგორღაც გამოიძებნოს გადაწყვეტილება, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთ ქვეყანაში. აუცილებელია დიალოგი და რეალური გადაწყვეტილებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, რათა ქვეყანა კრიზისში არ იყოს,"- განაცხადა ლიზა იასკომ.