20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობა - მერაბ კობიაშვილი ისევ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე - ყოფილი სამხედრიო მერაბ კობიაშვილი ისევ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია.

აუცილებელი მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა - 12-მა მსაჯულმა გადაწყვეტილება პირველ 4 საათში ვერ მიიღო და მათ ახლა 8-საათიანი დროის ათვლა დაეწყოთ. ამ შემთხვევაში ვერდიქტს მხოლოდ რვა ხმა სჭირდება.

საუბარია 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მერაბ კობიაშვილი, ის წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიება იყო, იმისთვის რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. კობიაშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და მას აღკვეთის ღონისძიება მოეხსნა. 

საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 

დღის ამბები