20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
დადასტურდა თუ არა, "ომიკრონის" შემთხვევა საქართველოში - თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.

"რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები