20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"ომიკრონის" შტამი საქართველოს მოუახლოვდა... - რას ამბობს ლევან გოფოძე ვირუსის ორგანიზმში მიმდინარეობაზე 

ლუგარის ლაბორატორია 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევს, რომელიც შესაძლებელია კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი იყოს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ომიკრონი" პირველადი მონაცემებით არ აზიანებს ფილტვის ქსოვილს, თუმცა სამჯერ მეტად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის "დელტა" შტამი.

"საქართველოს მოუახლოვდა "ომიკრონის" შტამი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მძიმედ მიმდინარე შტამი და ნაკლებად აზიანებს ფილტვის ქსოვილს, არავინ არ იცის როგორ მოიქცევა ვირუსი, ამიტომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მიმართავენ განვითარებული ქვეყნები შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად ადეკვატურია,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები