04 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გავარდა - ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა. 

დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

დღის ამბები