31 აგვისტო 2026,   05:00
ვრცლად
ტაქსის მძღოლების რეკეტი - ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან წევრობის და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლეს გადაწყვეტილებით ცხრავე პირს პატიმრობა შეეფარდა, საუბარია ადამიანებზე, რომელიც 2 დღის წინ მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს და რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლების რეკეტს ახდენდნენ.

გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულები 8 თვის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს აიძულებდნენ გამომუშავებული თანხის ნახევარი ე.წ. ოფშიაკში შეეტანათ.

დღის ამბები