04 მაისი 2024,   05:50
ვრცლად
"ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის ათამდე საეჭვო ნიმუშს ამ დრომდე სწავლობს - "ომიკრონი" უკვე 80-მდე ქვეყანაში გამოვლინდა. ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ, რეკომენდაციების დაცვისა და იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. რეანიმაციული განყოფილებები უკვე დატვირთულია, ახალ შტამს კი გავრცელების რეკორდულად სწრაფი ტემპი აქვს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მუდმივად მიმდინარეობს საეჭვო შემთხვევების კვლევა. მისივე თქმით, სხვა შტამებთან შედარებით ომიკრონი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

"მუდმივად ვიკვლევთ საეჭვო შემთხვევებს და ნახავთ, სადაც ამდენ ქვეყანაში გავრცელებულია, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გამოჩნდება. ომიკრონის ძირითადი ვერაგობა არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად მოიმატებს დაწოლა საავადმყოფოებზე. აცრა, აცრა და აცრა ეს არის ერთადერთი ვარანტი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევები,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები