04 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
ვაქცინაცია იცავს ადამიანს თუნდაც "ომიკრონისგან" - ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას იმუნიზაცისაკენ მოუწოდებს

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაცისაკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დღესასწაულებზე მოიმატებს, კლინიკური სექტორი სრულად გადაიტვირთება. 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას თქმით, ომიკრონზე ჯერჯერობით სრულფასოვანი კვლევები ჩატარებული არ არის. 

"ერთ თვეზე მეტია, რაც გამოჩნდა ომიკრონი და სრულფასოვნად კვლევები არ ჩატარებულა, გამომდინარე აქედან უნდა ვიყოთ ფრთხილად. ვაქცინაცია იცავს ადამიანს თუნდაც ომიკრონისგან. ჰოსპიტლები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების მოთავსების პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დღესასწაულებზე გაუარესდება ეპიდსიტუაცია, შესაძლებელია ისევ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები