სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატსა და ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმების საფუძველზე მოხდება ექიმების გასვლა რეგიონებსა და სოფლებში და ადგილობრივი კლინიკებისა და პოლიკლინიკების ბაზაზე უშვილობის პრობლემების მქონე ოჯახების მომსახურება. ასევე დაიგეგმება საინფორმაციო აქტივობებიც.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილის თქმით, მემორანდუმის ძირითადი მიზანია ადგილზე არსებული სამედიცინო ცენტრებს დახმარებით მოემსახურონ საზოგადოებას და გაუწიონ შესაბამისი მკურნალობა.