06 მაისი 2024,   23:02
ვრცლად
სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ქმარმა 5 თვის ორსული ქალი 1 წლის ბავშვის თვალწინ მოკლა

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 5 თვის ორსული ქალი ქმარმა 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.  მამაკაცი უკვე დააკავეს, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 

"კურიერი" მეზობლებს გაესაუბრა, რომლებიც ჰყვებიან, რომ მამაკაცმა თავად დარეკა 112-ში, რის შემდეგაც მან მეზობლებს უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ და უთხრა, რომ 22 წლის მეუღლე მოკლა. მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.

გარდა ამისა, მეზობლები ამბობენ, რომ მათ რაიმე ჩხუბის, ან კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ და აცხადებენ, რომ 23 წლის მამაკაცის მენტალური პრობლემები ჰქონდა და ეტაპობრივად, მკურნალობას გადიოდა.  

"არავითარი ხმა არ ყოფილა, მთელი დღე სახლში ვიყავი. უცებ იღება კარი, შემოდის პოლიცია, ეს ბიჭი კართან იდგა, ხელგამოშვერილი და ეძახდა, მე ვარო. ჩემს გოგოს დაუძახა, ქეთი მოვკალი და ბავშვი გამოიყვანეო...“ - ამბობს მეზობელი. 

დღის ამბები