საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "მხატვარი და ეპოქა" გაიმართა.
შალომ კობოშვილი საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვარია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, სადაც ის ცხოვრების ბოლო წლებში დარაჯად მუშაობდა.
გამოფენას საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ესწრებოდა.