ვანიდან ქვეყანა კვლავ ეპიდაფეთქების მოლოდინშია - ახალი შტამის გავრცელებამ, შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების მისაღებად მზად არის.
"ჰოსპიტალური სექტორი არის მზად, კლინიკური ჯგუფები, როგორც ადრე ახლაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, პაციენტის ბრუნვასთან დაკავშირებით. პირველადი ჯანდაცვა არის მობილიზებული სრულად, იმისათვის რომ დროული რეაგირება. სისტემამ პასუხობს ადეკვატურად გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება,"- განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან "ომიკრონის" გავრცელების ფონზე ექიმები, მეექვსე ტალღის დაწყებასაც პროგნოზირებენ - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძეს განმარტებით, ჰოსპიტალური საწოლების 30% თავისუფალია, თუმცა დიდია შანსი იანვრის მეორე ნახევარში მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდოს და დღიურმა შემთხვევებმა 15 ათასსაც კი მიაღწიოს.
"ჰოსპიტალური საწოლების 30% თავისუფალია, თუმცა თუ ვივარაუდებთ იმ ტემპს და გადამდებლობის რიცხვს, ძალიან დიდი შანსია იმის, რომ იანვრის მეორე ნახევარში მკვეთრად გაიზარდოს და დღიურმა შემთხვევებმა 15 ათასსაც კი მიაღწიოს. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის რომ "ომიკრონს" შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, ანუ ჰოსპიტალიზაციისთვის პაციენტების რაოდენობა არ უნდა იყოს დიდი, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მზად არის ამისთვის და ალბათ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს მზადება,"- განმარტავს, ჯავარა უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, 68 ადმიანი გარდაიცვალა და 2164 დაინფიცირდა - ეპიდემიოლოგები, მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.