03 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
#ავიცრათერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას კამპანიას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა

#ავიცრათერთმანეთისთვის, კამპანიას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, სტუდენტებმა ბრენდირებული ხალათებით და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, გაავრცელეს ფოტო და ვიდეომიმართვაც.

შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს.

თავის მხრივ, კამპანიის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კამპანიაში ჩასართავად ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო.

ინიციატივის შესახებ, ონლაინ მიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია "ქოლგას" მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები