დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის - თამარ გაბუნიას განცხადებით, "ომიკრონთან" მიმართებაში ჰოსპიტალიზაციის, შესაძლო გართულებებისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით ვაქცინები ეფექტურია.
"ბუსტერ" დოზაზე კეთდება დღეს აქცენტი - ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში და რასაც ვიყენებთ, ფაიზერის ვაქცინა, მათ შორის სინოფარმი, სინოვაკის ვაქცინა ყველა ხელმისაწვდომია "ბუსტერ" დოზებისთვის. ასევე არის ცნობილი ისიც, რომ "ომიკრონთან" მიმართებაში, ვაქცინები ეფექტურია, ჰოსპიტალიზაციის და გართულებების და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ამდენად ისევ გამოსავალი არის ისევ პირადი ჰიგიენის დაცვა და ვაქცინაცია,"- განაცხადა, თამარ გაბუნიამ.
საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებლების ფონზე, ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ
ვინ ჩათვალონ სრულად ვაქცინირებულად, ორჯერ თუ სამჯერ აცრილი ადამიანი.