პრემიერ-მინისტრის მიერ, ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში რუსთაველის და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში ეწყობა არსებული შენობების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო ობიექტების ფასადები, ვიტრაჟები, საჭიროების შემთხვევაში იცვლება სახურავებიც.
"რეგიონული განვითარების ფარგლებში კეთდება, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის შენობა, ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია. ეცვლება ფასადები. საჭიროების შემთხვევაში კეთდება გადახურვა და სანიავღვრეები, რომელიც გასდის თითოეული შენობის ექსპლუატაციას," - განაცხადა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ.
აღნიშნული პროექტი, ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. იგეგმება სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, მთ შორის სკვერების მოწყობის და კეთილმოწყობის სამუშაოები.