20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
დღეიდან თბილისში "საახალწლო სოფელი" იხსნება

დღეიდან თბილისში "საახალწლო სოფელი" იხსნება. სოფელი - ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება. ის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იგეგმება.

დღის საათებში მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები. საღამოს საესტრადო შემსრულებლები, მუსიკალური ბენდები და ელექტრონული მუსიკაც კი იქნება.

საახალწლო სოფლის სამზადისს თბილისის მერი თავად გაეცნო.

დღის ამბები