28 აგვისტო 2026,   12:00
ვრცლად
თელავში საახალწლო სამზადისია -  ქალაქის ცენტრში უკვე დამონტაჟებულია მთავარი ნაძვის ხე

თელავში საახალწლო სამზადისია. ქალაქის ცენტრში უკვე დამონტაჟებულია მთავარი ნაძვის ხე.

პრემიერ მინისტრის ინიციატივით რამდენიმე დღის განმავლობაში თელავში არაერთი გასართობი ღონისძიება ჩატარდება.

"კახეთის 8-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდება ღონისძიებები, რომელიც იქნება უპრეცენდენტო მასშტაბის. მოეწყობა საშობა, საახალწლო სოფელი, ინსტალაციები ფოტოგადაღებებისთვის, გრანდიოზული ნაძვის ხეები, კონცერტი, ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ საზეიმო განწყობა,"- განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ. 

ასევე რეგიონში, საახალწლო სოფლებში მოეწყობა ღონისძიებები პატარებისთვის, გაიმართება ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. 

დღის ამბები