მესტიაში საახალწლო ღონისძიებები დღეს ორ საათზე დაიწყება. ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყო სცენა და საახალწლო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
15 საათიდან გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, 17 საათიდან კი მესტიელებისა და ტურისტების წინაშე, ნოდიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად წარდგება, წინა საახალწლო ღონისძიება მესტიაში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.
საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება.