20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ბათუმის ნაძვის ხე გუშინ 20 საათზე საზეიმო ვითარებაში აინთო

საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქში მთავარი ნაძვის ხეები განათდა. ბათუმის ნაძვის ხე გუშინ 20 საათზე საზეიმო ვითარებაში აინთო. წელს ნაძვის ხე ევროპის მოედანზე დაიდგა. მიმდებარედ მოეწყო საახალწლო ღია ბაზრობა და განთავსდა სხვადასხა ფორმის მანათობელი ილუმინაცია.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიის პარალელურად ევროპის მოედანზე შეკრებილებისთვის მერიის კულტურის ცენტრის ვოკალური ჯგუფები და ადგილობრივი მუსიკოსები წარსდგნენ.


დღის ამბები