საკრებულომ დღეს თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 100 მილიონისგან შედგება. პრიორიტეტად სახელდება - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.
ამასთანავე, ბიუჯეტით გათვალისწინებულია უსახლკაროთა დაბინავება და ქალაქში არსებული ე.წ ხრუშოვკების ჩანაცვლება. დღესვე, საკრებულოში ტრანსპორტისა და პარკირების საფასურთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც დაამტკიცებენ.