20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ქვეყანაში კვლავ რთული ეპიდვითარებაა - ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკიაშის დირექტორის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 100-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 15 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, ხოლო სამის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. 

როგორც დავით რეხვიაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, კლინიკაში მიმართვიანობა მაღალია.

"100-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედა15 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სამი არის კრიტიკულად მძიმე, იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე. მომართვიანობა არის მაღალი, თუმცა არა ზრდის ტენდენციით. კლინიკას აქვს საშუალება, დაახლოებით, 70-ზე საწოლით შეუძლია მოემსახუროს კოვიდპაციენტებს," - ამბობს დავით რეხვიაშვილი.

რაც შეეხება სპეციალისტების ვარაუდს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, დავით რეხვიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს მონაცემი ჰოსპიტალურ სექტორზე არ უნდა აისახოს, რადგან ახალი შტამით ინფიცირებულებს სტაციონალური მკურნალობა ორჯერ ნაკლებად სჭირდება. 

"ომიკრონის შემთხვევებს ჰოსპიტალიზიცია ნაკლები სჭირდება, თითქმის ორჯერ ნაკლები ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თუმცა გავრცელების ინტენსივობა არის სამჯერ და ოთხჯერ და ხუთჯერ მეტიც, შესაბამისად, რა თქმა უნდა გაიზრდება მომართვიანობა, მაგრამ არა შემთხვევების რაოდენობის პროპორციულად, უფრო მეტი დატვირთვა გადავა ალბათ პირველად ჯანდაცვაზე, თუ სწორად იქნება მართული და ყველა კოვიდპაციენტი კლინიკაში არ მოხვდება,"- ამბობს დავით რეხვიაშვილი. 

დღის ამბები