"ავიცრათ ერთმანეთისთვის" - იმუნიზაციის კამპანიაში რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ჩაერთვნენ.
ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.
ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.