სენაკის საკრებულო დღეს ისევ შეეცდება თავმჯდომარის არჩევას. კვორუმის არარსებობის გამო. წინა სხდომა ჩაიშალა. წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია. აქედან 16 "ქართული ოცნების", დანარჩენი კი ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას - "საქართველოს" წევრია.
თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია გარიგდება, დიდი ალბათობით, სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლება. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.