ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კნუტ ტაქსბრო აქვეყნებს ანგარიშს, სადაც დადებითადაა შეფასებული თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მუშაობა კოვიდის მართვის პროცესში.
ექსპერტმა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში Covid19-ის ოპერატიული მართვა, საქართველოში დაკვირვების ქვეშ არსებულ კლინიკებს შორის, საუკეთესოდ შეაფასა.
"განყოფილება ძალიან კარგად იმართება. სისტემატიურად ხდება პაციენტების მონაცემების შეგროვება შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად და კლინიკური მართვის ფარგლებში გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირების მიზნით. გამოქვეყნებულია რამდენიმე რეცენზირებული პუბლიკაცია კოვიდ19-ის მართვის კუთხით. ეს განყოფილება არის დადებითად გამორჩეული," - წერს ანგარიში ჯანმოს ექსპერტი.
ამ შეფასებას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც გამოეხმაურა:
"ჩვენთან იყო აღნიშნული ექსპერტი, რომელთან ერთადაც გავიარეთ მთელი დღის განმავლობაში თითოეული პაციენტი და პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მასთან ურთიერთობით, ვმსჯელობდით და სიტყვა ბრილიანტი ახსენა. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ეს ექსპერტს არასდროს წამოსცდება მარტივად, თუ მან შედეგი არ დაინახა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, ჯანმოს მსოფლიო ორგნიზაციის წარმომადგენელს ასეთი შეფასებისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ნიშნავს, პირველ რიგში, აღიარებას, მორე, ბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დიდი წარმატება, რომელიც დიდი შრომის ფასად შედგა," - განაცხადა რატიანმა.