20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა 20-ზე მეტმა ადამიანმა შეწყვიტა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე ერთ კვირაზე მეტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შიმშილობა გრძელდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზოგიერთმა მოშიმშილემ შიმშილობა შეწყვიტა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რომ რეკომენდაციის მიხედვით 20-ზე მეტ ადამიანს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"ჩვენს თანამებრძოლებს მოუწიათ პროტესტის შეწყვეტა. 20-ზე მეტმა ადამიანმა რეკომენდაციით შეწყვიტა პროტესტი სხვადასხვა თანმდევი დაავადების გამო. 7 ადამიანი დამატებით გადაყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ და რა თქმა უნდა, მათაც მოუწიათ შეწყვეტა, თუმცა დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს კვლავ პროტესტს,"- განმარტავს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები