31 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
ქუთაისში ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურთან ავტომობილი დაიწვა 

ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.

დღის ამბები