16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ბათუმის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ისევ ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა - მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა, შესაბამისად, სხდომაც ვერ გაიხსნა.

საკრებულოში დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები არ მივიდნენ. უკვე მეორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები არ ესწრებიან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" გაურბის პასუხისმგებლობას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციას სურს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობა, რაც, მათი თქმით, დესტრუქციის მცდელობაა და არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას.

დღის ამბები