მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში დაბრუნების შემდეგ, ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატებმა მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს.
ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის სუსტად გამოიყურება.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით კი, ექსპრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა მძიმე სანახავია.
"რთულია სიტყვების პოვნა იმ ბრაზის და სირცხვილის გრძნობის გამოსახატად, რაც მე მაქვს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ვფიქრობ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა რცხვენოდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა," - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში 40 დღიანი მკურნალობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გვიან ღამით გადაიყვანეს.