ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების შრომისა და ნატანების საზღვარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა და იქ მყოფი ორივე მამაკაცი დაიღუპა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ავტომობილი გაზზე მუშაობდა.