20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
12 მიმდინარე გამოძიება კონტრდაზვერვის სამსახურში - როგორ მოქმედებს სუსი ჯაშუშების წინააღმდეგ

12 მიმდინარე გამოძიება კონტრდაზვერვის სამსახურში, ქვეყნიდან გაძევებული ჯაშუშები და ბრძოლა რბილი ძალის წინააღმდეგ. გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის გარე საფრთხეების დეტალებზე ”ღამის კურიერში”, ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, საქმიანობა ტელევიზიების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება.

სუსის ბრძოლის მეთოდი მისასალმებელია, მაგრამ რეაგირება გამოწვევებთან შეუსაბამოა. ეს საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციაა. კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურია, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებთან მიმართებაში.

ქვეყნის დეოკუპაცია და საგარეო საფრთხეები ანალიტიკოსების აზრით, ის თემებია, რომელიც ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, რადგან ამ საკითხებით სპეკულირება მხოლოდ გარე ძალების ინტერესია. რაც შეეხება ბრძოლის გასაიდუმლოებულ მეთოდს - ის კარგად აპრობირებული და უფრო გონივრულია.

სახელმწიფოს უსაფრთხოება კი, არამხოლოდ ჯაშუშური ქსელების, არამედ ე.წ. გავლენის ჯგუფების განეიტრალებას მოიცავს. საქართველოში ამ კუთხით კონფლიქტოლოგების აზრით, სამუშაო ბევრია.

სუსის მუშაობა გარე საფრთხეებზე, ისევე როგორც უწყების ბრძოლის მეთოდი, გასაიდუმლოებულია. დეტალების მოსმენა ნებადართულია მხოლოდ დეპუტატებისთვის, დახურულ სხდომაზე. ძალოვანი უწყების უკანასკნელი ანგარიში პარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ მოისმინეს.

დღის ამბები