ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდამჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში ქალს შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისგან განცალკევების საჭიროება.
დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში, სადაც საცხოვრებლად ბავშვის საავადმყოფოდან გაწერისთანავე გადავა.