საქართველოში კორონავირუსის 3590 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 67 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 955 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 39 315, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 26 302, PCR ტესტით - 13 013.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 9,13%, ბოლო 14 დღის - 5,67%, ბოლო 7 დღის - 6,26%.
დღიურად აცრილია 4 520 ადამიანი.