ამერიკის შეერთებული შტატების "სურსათისა და წამლების სააგენტომ" Pfizer-ის ბუსტერის გამოყენება 12-დან 15 წლამდე მოზარდებშიც დაუშვა.
ამასთან, სააგენტომ 6-დან 5 თვემდე შეამცირა დრო, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზასა და ბუსტერ დოზას შორის.
ასევე, FDA-ის გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზა დაშვებულია 5-დან 11 წლამდე იმუნოდეფიციტური პრობლემების მქონე ბავშვებშიც.
გადაწყვეტილება აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გააქტიურების შემდეგ, ქვეყანაში გაცილებით მეტი ბავშვი ავადდება, ვიდრე სხვა შტამების შემთხვევაში.