ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბესლან ბიგვავას გადაყენებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ახალი წლის ღამეს მომხდარ ინცინდენტში მართლაც ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.
31 დეკემბერს, სოხუმის სასტუმრო "გარუდაში", სავარაუდოდ ბიგვავამ, ორი ადამიანი დაჭრა. გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც სროლის შემდეგ არის გადაღებული და ინციდენტის თითქმის ყველა მონაწილე ჩანს.
ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბესლან ბიგვავა ისროდა.