25 ოქტომბერი 2024,   16:17
ვრცლად
გურჯაანში 63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ ცივი იარაღით დაჭრა

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

დღის ამბები